Accentnews.ge
"მომეცით შვილის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო" – ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

"მომეცით შვილის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო" – ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

20/02/2024 12:35:03 მსოფლიო

ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილამ, ჩაწერა ვიდეომიმართვა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისადმი შვილის ცხედრის გადაცემის მოთხოვნით.

”ჩემს ზურგს უკან არის სასჯელაღსრულების კოლონია IK-3 ”პოლარული მგელი”, სადაც ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს. მეხუთე დღეა, ვერ ვნახულობ, ცხედარს არ მაძლევენ და არც მეუბნებიან, სად არის.

მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით შესაძლებლობა, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, რომ ალექსის ცხედარი სასწრაფოდ გადმომცეთ, რათა შევძლო მისი ადამიანურად დაკრძალვა", - თქვა დედამ.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S