ლატვიის პრეზიდენტი: უკრაინას და საკუთარ თავს ვღალატობთ! სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ!
20/02/2024 12:46:58 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ლატვიელი კარიკატურისტის ნამუშევარი, რომელიც უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის მიხეულ ხედვას გვთავაზობს.

პრეზიდენტი დაეთანხმა კარიკატურისტის აღქმას და დასავლეთს იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.
"ზუსტად ასე ხედავს ერთ-ერთი საუკეთესო ლატვიელი კარიკატურისტი გატის შლიუკა დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი ამჟამინდელ მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ის მართალია. ჩვენ უკრაინას ვღალატობთ, ვღალატობთ საკუთარ თავს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ", - წერს რინკევიჩი X–ზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 19 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს და მოუწოდა მათ, სასწრაფოდ შეუწყონ ხელი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას.
ხოლო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დანიამ მოუწოდა ევროპას, არ დაიმალოს იარაღის წარმოების პრობლემების უკან.


