Accentnews.ge
მასშტაბური ოპერაცია ესტონეთში – რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირისთვის 10 პირი დააკავეს

მასშტაბური ოპერაცია ესტონეთში – რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირისთვის 10 პირი დააკავეს

20/02/2024 15:15:40 მსოფლიო

ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს.

„ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, რათა მავნებელი ქმედებების შევაჩეროთ და უფრო გავმყარდეთ,” - წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ დაკავებულებს რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედება ედებათ ბრალად:

„მათი მიზანი იყო შიშის დათესვა, დაძაბულობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენი სიმყარის შესუსტება. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა. ძლიერად და ფხიზლად ვრჩებით”.

განიმარტა, რომ დაკავებულებს შორის არიან რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეები, ზოგიერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S