Accentnews.ge
მექსიკაში აშშ-ის საზღვართან სროლას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში აშშ-ის საზღვართან სროლას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

20/02/2024 16:37:11 მსოფლიო

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის საზღვართან, უსაფრთხოების ძალებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები ტეხასის შტატის საზღვრის გასწვრივ, მიგელ ალემანის მუნიციპალიტეტში პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, ხოლო სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

Reuters აღნიშნავს, რომ ტამაულიპასის შტატში არაერთი კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა დანაშაულები, მათ შორის, ადამიანების საზღვარზე გადაყვანას და ნარკოტიკებით ვაჭრობას მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S