ტარნავსკი: დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რუსულმა ჯარებმა განაახლეს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება
20/02/2024 17:09:09 მსოფლიო
ზაპოროჟიესა და დონეცკის რაიონებში რუსულმა ჯარებმა განაახლეს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ.
მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ცრემლსადენ–მხუთავი ქიმიური ნივთიერების შემცველი ოთხი ყუმბარის ჩამოგდება.
მანამდე, 8 თებერვალს ტარნავსკი ქლოროპიკრინის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ იუწყებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ჯარები ქიმიურ იარაღს იყენებენ. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში ქიმიური იარაღი მინიმუმ 626-ჯერ გამოიყენა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქიმიური თავდასხმების დინამიკა იზრდება - იანვარში უკვე 51 შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი შემთხვევა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) დადასტურდა. ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადაზე, „განზრახ იყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინის ჯარების წინააღმდეგ, რაც ქიმიური იარაღის კონვენციის აშკარა დარღვევაა“.


