Accentnews.ge
რუსეთმა ამერიკელი სენატორი "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა

რუსეთმა ამერიკელი სენატორი "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა

20/02/2024 17:18:07 მსოფლიო

რუსეთმა ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ლინდსი გრეჰემი "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვამა. შესაბამისი ინფორმაცია როსფინმონიტორინგის ვებგვერდზე დღეს გამოჩნდა.

რუსეთში ამოქმედებული კანონის თანახმად, ამერიკელი სენატორის ყველა ანგარიში რუსულ ბანკებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გაიყინოს.

გასულ გაზაფხულზე გრეჰემი ძებნილთა სიაში მოხვდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.

საქმის აღძვრის მიზეზი გრეჰემისა და ზელენსკის შეხვედრის თაობაზე მომზადებული ვიდეო, რომელშიც სენატორი ამბობს, "რუსები კვდებიან", "ჩვენ არასდროს დაგვიხარჯავს ფული ასე კარგად". მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S