Accentnews.ge
პოლონელმა ფერმერებმა სამი სასაზღვრო პუნქტი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის განბლოკეს

პოლონელმა ფერმერებმა სამი სასაზღვრო პუნქტი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის განბლოკეს

20/02/2024 17:33:33 მსოფლიო

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს,– ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

საუბარია შემდეგ სასაზღვრო პუნქტებზე: „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი”.

20 თებერვლის საღამოს მდგომარეობით, პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. კონტრაქცია საზღვარზე უკრაინელმა ფერმერებმაც გამართეს.

პოლონელი მესაზღვრეებიც აცხადებენ, რომ მომიტინგეებმა “უგრინოვის” მიმართულებაზე მსუბუქი ავტომობილებისთვისა და ავტობუსებისთვის საგზაო ხაზები განბლოკეს. ფერმერების თქმით, ამ კატეგორიის ტრანსპორტის გაშვებას დაუბრკოლებლად გეგმავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S