Accentnews.ge
პუტინის საჩუქარს სამხრეთ კორეამ სანქციების დარღვევა უწოდა

პუტინის საჩუქარს სამხრეთ კორეამ სანქციების დარღვევა უწოდა

20/02/2024 17:49:52 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს Aurus–ი აჩუქა, რადგან ადრე, "ვოსტოჩნის" კოსმოდრომში ერთობლივი ვიზიტის დროს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოეწონა ეს მანქანა,– ამის შესახებ პროპაგანდისტულ "რია ნოვოსტის" რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საჯარო უკმაყოფილება გამოხატა საჩუქრის გამო და განაცხადა, რომ რუსეთმა ამით დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

„რაც შეეხება საჩუქარს მსუბუქი ავტომობილის სახით, გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ეს სანქციები კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების არაპირდაპირ ან პირდაპირ მიწოდებას, მიყიდვას, გადაცემას ჩრდილოეთ კორეისთვის მიუხედავად წარმოების ადგილისა",–განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიმ სო სეოკმა ბრიფინგზე.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინებოდა, რომ 18 თებერვალს კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების პირადი მანქანა მიიღო. KCNA-ს ცნობით, რუსული მხარის საჩუქარი მიიღეს მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა პარკ ჯონგ-ჩონმა და ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილემ კიმ იო-ჯონგმა, რომელიც თან ახლდა კიმ ჩენ ინს რუსეთში მოგზაურობისას 2023 წლის სექტემბერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S