Accentnews.ge
კარა-მურზა: შურისმაძიებელი, მშიშარა, გაუმაძღარი მოხუცი ანადგურებს ნებისმიერს, ვინც მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს

კარა-მურზა: შურისმაძიებელი, მშიშარა, გაუმაძღარი მოხუცი ანადგურებს ნებისმიერს, ვინც მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს

20/02/2024 19:28:57 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც ომსკის კოლონიაში 25-წლიან სასჯელს იხდის, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს აკისრებს პასუხისმგებლობას ალექსეი ნავალნის სიკვდილში.

როგორც კარა–მურზა ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, ნავალნი პუტინის პირადი პატიმარი იყო და მხოლოდ მისი პირადი ბრძანებით შეეძლოთ მომწამვლელებს "ეფესბეს"–ს მე-2 სამსახურიდან მოქმედება; გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებიც აწარმოებდნენ საქმეებსა და გამოჰქონდათ განაჩენები; ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც შექმნეს წამების პირობები":

"ამ კაცმა თავისი ძალაუფლების 25 წლის განმავლობაში მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამით ააფეთქეს. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა. საუკეთესოები იღუპებიან - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები.

შურისმაძიებელი, მშიშარა, გაუმაძღარი მოხუცი ანადგურებს ნებისმიერს, ვისშიც ხედავს საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის“.

2021 წლის თებერვალში The Insider-მა და Bellingcat-მა გამოაქვეყნეს გამოძიება კარა-მურზას მოწამვლის ორ მცდელობაზე: ამაში მონაწილეობდნენ "ეფესბეს" კვლევითი ინსტიტუტის იგივე თანამშრომლები, რომლებმაც მოწამლეს ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით".

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S