მედია: აშშ-მა მოკავშირეებს შეატყობინა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს კოსმოსში წლის ბოლომდე გაუშვებს
21/02/2024 07:06:57 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე ქვეყნებს შეატყობინა, რომ ბირთვული ანტი-სატელიტური იარაღი, რომელსაც რუსეთი ავითარებს, შესაძლოა კოსმოსში ბირთვული ქობინით ან მის გარეშე უკვე წელს გაუშვან,– წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, წყაროების მიერ ნანახი ამერიკული მონაცემები ადასტურებს მედიის ცნობებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ შესაძლებლობებს ბირთვული იარაღის გამოყენებით თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად.
ექსპერტების აზრით, რუსეთი არ გეგმავს ამ ორბიტალური იარაღის გამოყენებას, მაგრამ არსებობს უბედური შემთხვევის რისკი, რის შედეგადაც ბირთვული აფეთქება შესაძლოა თანამგზავრების დაახლოებით მესამედზე მოხდეს და დედამიწაზე საკომუნიკაციო სისტემები დაზიანდეს.
რუსული კოსმოსური საფრთხე შესაძლოა აპრილში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის განხილვის საგანი გახდეს.


