უკრაინაში კიდევ ერთი რუსული სუ–34–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
21/02/2024 07:45:06 მსოფლიო
უკრაინაში კიდევ ერთი რუსული გამანადგურებლის, სუ -34–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან.
„მინუს ერთი - ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. სუ-34-ის ეკიპაჟი ჩვენს რუბრიკას, „მარადიული ფრენა, ძმებო!“, უერთდება“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი.
არსებული ცნობებით, რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი აღმოსავლეთის მიმართულებაზე გაანეიტრალეს.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა კიდევ ორი გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.


