Accentnews.ge
ბჟანიამ საქართველოს ხელისუფლებას "პრაგმატული პოლიტიკა" შეუქო

ბჟანიამ საქართველოს ხელისუფლებას "პრაგმატული პოლიტიკა" შეუქო

21/02/2024 08:18:01 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კრემლის პროპაგანდისტულ Tass–თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას "პრაგმატული პოლიტიკა" შეუქო. ამასთან, კვლავ გააჟღერა, მათ შორის, საქართველოს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გამოყენებული პროპაგანდისტული ნარატივი "მეორე ფრონტის" შესახებ:

„ბოლო რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება“.

მისი თქმით, „მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, რომ ამით ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა შეიძლება“.

ბჟანია ამტკიცებს, რომ „ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ" და რომ "საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს".

"არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო“, - თქვა ბჟანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S