
კულტურული მემკვიდრეობისძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი
21/02/2024 10:19:32 საზოგადოება, რეკლამა
პროექტSCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობისძეგლებზე QR კოდები განთავდა, რომელიცნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესოინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვისძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია„სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირამხარი.პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI –„დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობისძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებითნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესოინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ დაინგლისურ ენაზე.დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობაუკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურულიმემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი დამომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდიwww.scantbilisi.ge, რომელიც ჯერჯერობითსატესტო რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდზეთბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების სრულიჩამონათვალია განთავსებულიდა დეტალური აღწერა ახლავს.
„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნეას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადაროგორცკომპანიების წარმომადგენლებს, ასევეხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვასპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.