კრემლის ბლოგერი, რომელიც ავდეევკაში რუსული არმიის პრობლემებზეც წერდა, მკვდარი იპოვეს
21/02/2024 10:20:50 მსოფლიო
ტელეგრამ-არხის "ისინი გვწერენ იანინადან" ავტორმა და რუსეთის არმიის ჯარისკაცმა ანდრეი მოროზოვმა, რომელიც ცნობილია "მურზს" სახელით, სავარაუდოდ თავი მოიკლა,– წერს "მედუზა".
სიკვდილის ფაქტი 21 თებერვალს დილით გაავრცელეს Z- არხებმა (კრემლის მხარდამჭერებმა). მისმა ადვოკატმა მაქსიმ პაშკოვმა თქვა, რომ მურზამ თავი მოიკლა. თუმცა როგორც "მედუზა" აღნიშნავს, დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ.
არხზე "ისინი გვწერენ იანინადან" 21 თებერვალს, დილით გამოჩნდა "პოსტების" სერია, რომლის ავტორიც აცხადებდა, რომ ის "თავს მოიკლავს", იასევე ითხოვს, "არ დამწუხრდნენ" და დაკრძალონ ოკუპირებულ დონეცკში.
ტელეგრამ–არხზე ნათქვამია, რომ 20 თებერვალს ხელმძღვანელობამ "მურზა" აიძულა, არხიდან გარკვეული ჩანაწერები წაეშალა.
როგორც BBC-ის რუსული სამსახური ვარაუდობს, საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც ნათქვამია, რომ დონეცკის ოლქში ავდეევკაზე თავდასხმის დროს რუსული არმიის დანაკარგები შეადგენდა 16 ათას ადამიანს, განადგურდა 300 ჯავშანმანქანა.
ავდეევკაში დანაკარგების შესახებ პუბლიკაციის გამო ანდრეი მოროზოვი გააკრიტიკეს რუსმა პროპაგანდისტებმა და მის პუბლიკაციას უწოდეს "ყალბი და ცილისმწამებლური რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ", – წერს BBC. მოროზოვის ტელეგრამ–არხზე ნათქვამია, რომ მისი "პოსტის" წაშლის ბრძანება გაცემული იქნა "პოლიტიკური მეძავების ზეწოლით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმირ სოლოვიოვი".
მოროზოვის ტელეგრამ–არხზე ასევე გამოჩნდა "მოროზოვის ანდერძი" და მიმართვა მთავარ სამხედრო პროკურორისადმი, სადაც იტყობინება იარაღის მწვავე დეფიციტის, დანაკარგების, როტაციისა და სამედიცინო დახმარების არარსებობაზე.


