Accentnews.ge
სირიის მედია დამასკოზე ისრაელის სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება

სირიის მედია დამასკოზე ისრაელის სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება

21/02/2024 10:26:30 მსოფლიო

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიის დედაქალაქზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ამავე შეტყობინების მიხედვით, რაკეტები მოხვდა დამასკოს საფრ სუსას რაიონში საცხოვრებელ სახლს. შედეგად დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი. ამავე რაიონშია განთავსებული შენობათა კომპლექსი, რომელსაც უშიშროების უწყებები იყენებენ.

ისრაელის არმიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელი 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სისტემატურად ბომბავს ამ ქვეყანაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S