Accentnews.ge
იოზვიაკი: ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს "მწვანე შუქი" აუნთეს

იოზვიაკი: ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს "მწვანე შუქი" აუნთეს

21/02/2024 10:47:28 მსოფლიო

"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან "მწვანე შუქი" აუნთეს ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს", - იტყობინება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.

მისი ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი 24 თებერვლამდე გამოქვეყნდება.

"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს "მწვანე შუქი" ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს. პაკეტი 24 თებერვლამდე, ომის წლისთავამდე უნდა გამოქვეყნდეს", - წერს ჟურნალისტი X–ზე.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანიების გამო ბლოკავდა ახალ პაკეტს უნგრეთი, თუმცა 20 თებერვალს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხელს არ შეუშლის ახალ ზომებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S