Accentnews.ge
თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

21/02/2024 11:23:32 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაანორბაის შეხვდა.

თავდაცვის უწყებუის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S