Accentnews.ge
პუტინმა რუსულ სამხედრო ავიაციას ხატი აჩუქა ერთ კვირაში 7 თვითმფრინავის დაკარგვის შემდეგ

პუტინმა რუსულ სამხედრო ავიაციას ხატი აჩუქა ერთ კვირაში 7 თვითმფრინავის დაკარგვის შემდეგ

21/02/2024 12:42:06 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლობას საჩუქრად ხატი გადასცა, ხოლო საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო შენაერთებს – სახელმწიფო ჯილდოები განცდილი დანაკარგების ფონზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩამოაგდეს ექვსი რუსული გამანადგურებელი, მათ შორის სუ-34 და სუ-35, – იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. 21 თებერვალს ცნობილი გახდა კიდევ ერთის, სუ-34–ის ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ. ჯამში, უკრაინული მხარის მონაცემებით, მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყებიდან 336 თვითმფრინავი დაკარგა.

იანვარში უკრაინამ აზოვის ზღვის თავზე A-50–ის თვითმფრინავი ჩამოაგდო. A-50 არის ილ-76-ის სამხედრო მოდიფიკაცია, რომელსაც შეუძლია, აკონტროლოს სიტუაცია საჰაერო სივრცეში და აღმოაჩინოს საჰაერო და სახმელეთო სამიზნეები, რათა მათ წინააღმდეგ თავისი თვითმფრინავი მიმართოს. რუსეთის არმიას შესაძლოა ,ჰყავდეს 11 ასეთი თვითმფრინავი, თითოეული 500 მილიონ დოლარამდე ღირს.

რამდენიმე Z-არხი (კრემლის მხარდამჭერი) ამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავები განადგურდნენ რუსული საჰაერო თავდაცვის "მეგობრული ცეცხლით". რუსული საავიაციო ტელეგრამის არხი Fighterbomber ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მხოლოდ ორი სუ-34-ის ჩამოგდება, რომელთა ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ომის დროს მათ ჩამოაგდეს 40-მდე სუ-34 და 10 სუ-35. ბოლოს ჩამოგდებული გამანადგურებლები შეიძლება იყოს ახალი პარტიიდან, რომელიც ნოემბერში შევიდა ექსპლუატაციაში, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ივან სტუპაკმა.

მისი აზრით, გამანადგურებლების ჩამოგდება გავლენას ახდენს რუსი მფრინავების „ფსიქოლოგიურ განწყობაზე“ საბრძოლო მისიების შესრუსებისას, ასევე უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, რომლებიც „აღარ დაიბომბებიან ამ დიდი ბომბებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S