Accentnews.ge
პოლონეთის საგარეომ შოკისმომგვრელი უწოდა ფერმერების პროტესტზე სკანდალური პრორუსული პლაკატის გაჩენას

პოლონეთის საგარეომ შოკისმომგვრელი უწოდა ფერმერების პროტესტზე სკანდალური პრორუსული პლაკატის გაჩენას

21/02/2024 13:45:49 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია პრორუსული პლაკატის გამო, რომელიც გამოიყენა ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა საპროტესტო აქციის დროს 20 თებერვალს და მოუწოდა მომიტინგეებს, დისტანცირება მოახდინოს მსგავსი პიროვნებებისგან, რადგან ეს აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. საუბარია ფერმერის პოსტერზე პუტინისადმი მოწოდებით, „დაამყაროს წესრიგი უკრაინის, ბრიუსელის და პოლონეთის ხელისუფლებებთან“ და იქვე საბჭოთა კავშირიც დროშაც იყო გამოყენებული.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შეშფოთებით აღნიშნავს ფერმერების ბოლო აქციაზე ანტიუკრაინული ლოზუნგების გზავნილებისა და იმგვარი ლოზუნგების გაჩენას, რომლებიც ადიდებენ ვლადიმირ პუტინს და ომს, რომელსაც ის აგრძელებს უკრაინაში",– თქვა უწყების წარმომადგენელმა პაველ ვრონსკიმ.

მისი თქმით, ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს პოლონეთის რეპუტაციას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დაეხმარა და მიიღო ომს გამოცეული დევნილები, ასევე დისკრედიტაციას ახდენს თავად პროტესტის ორგანიზატორების.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არის ფერმერების საპროტესტო მოძრაობის რადიკალური და უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ მიტაცების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსული აგენტების გავლენით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, გამოავლინონ და ჩამოაცილონ თავიანთი რიგებიდან ამ და მსგავსი ქმედებების ინიციატორები“, - განაცხადა სპიკერმა.

„პოლონელი ფერმერების ამჟამინდელი მდგომარეობა უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის აგრესიის და გლობალურ ეკონომიკაზე ამის გავლენის შედეგია და არა იმის, რომ უკრაინელები იცავენ თავს აგრესიისგან",– ხაზგასმით აღნიშნა მან.

მან მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა. მან დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა პრორუსული ლოზუნგები რუსული აგენტების მეშვეობით გაჩნდა თუ „სასარგებლო იდიოტების“:

"ეს ქმედებები არ ეხმარება არც თავად ფერმერებს და არც უკრაინასთან დავის მოგვარებას. ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს მიიღებს, არის რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S