ირანი გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს
21/02/2024 16:54:56 მსოფლიო
ირანის ნავთობის მინისტრი ჯავად ოვჯი გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს.
ოვჯიმ ინციდენტებს "ისრაელის მიერ მოწყობილი მიზანმიმართული აქტი" უწოდა, რომლის მიზანი, მინისტრის თქმით, "ირანში გაზის შიდა მიწოდების შეფერხება იყო".
"14 თებერვალს მომხდარი აფეთქებების სამიზნე იყო ირანის სახელმწიფო გაზსადენი, აფეთქებების შედეგად გაზის მიწოდება შეფერხდა ირანის, სულ მცირე, ხუთ პროვინციაში. დაზიანებული გაზსადენები უკვე შეკეთებულია", – განაცხადა მინისტრმა.
ისრაელის ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


