Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება

21/02/2024 18:16:05 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება. უფრო კონკრეტულად კი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისის დასაწყისშია.

"საოცარ პროგრესს ვაღწევთ სკრინინგის პროცესში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპის არჩევნებამდე, არამედ მის შემდეგ, რადგან მე ვხედავ, რომ პოზიციების შემუშავებას დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ზაფხულის დასაწყისში ჩვენ მზად ვიქნებით “, - განაცხადა ლაიენმა.

ევროკავშირის მარტის სამიტზე სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S