ზელენსკი: უკრაინამ ერთ კვირაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო
22/02/2024 05:53:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბოლო 7 დღის განმავლობაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ცას. კარგი შედეგებია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი - რუსული “სუ“ მოიერიშე - ერთ კვირაში. მადლობას გიხდით ჩვენო ჯარისკაცებო სიზუსტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 338 თვითმფრინავი დაკარგა.


