Accentnews.ge
რუსეთი როსტოვზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი როსტოვზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

22/02/2024 05:56:33 მსოფლიო

რუსეთი როსტოვზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ უპილოტო საჰაერო აპარატის და ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტის გამოყენებით, რომელიც სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით გადაკეთდა“, - ირწმუნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გარდა ამისა, თავდაცვის უწყება ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ იტყობინება:

"საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი გაანადგურეს".

მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კლინცოვსკის რაიონში ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S