Accentnews.ge
უკრაინა: ოთხ რეგიონში რუსების გაშვებული 10 დრონიდან 8 გავანადგურეთ

უკრაინა: ოთხ რეგიონში რუსების გაშვებული 10 დრონიდან 8 გავანადგურეთ

22/02/2024 06:49:13 მსოფლიო

გასულ ღამით რუსებმა უკრაინას "შაჰედის" ტიპის 10 დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ რვა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

რუსულმა ძალებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

ამასთან, გასულ ღამეს რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის მიმართულებით გაუშვეს X-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტაც.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.

თავის მხრივ, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 21-22 თებერვლის ღამით ბრიანსკის ოლქში ჩამაგდეს დრონი, ხოლო როსტოვის ოლქში – რაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S