Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: „ბრიუსელში ვიზიტისას იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი რეფორმა"

თავდაცვის მინისტრი: „ბრიუსელში ვიზიტისას იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი რეფორმა"

22/02/2024 06:50:25 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ბრიუსელში ვიზიტისას იყო საუბარი, რომ ქვეყანამ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი რეფორმა". ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძესთან ერთად ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგების შეაფასებისას განაცხადა.

„იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების იმედი, ხოლო ევროინტეგრაციის ნაწილში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმედი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, საქართველო, პრაქტიკულად, დღეს იყენებს ორივე ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S