ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე კიდევ ორ საგუშაგოს ხურავს
22/02/2024 07:28:53 მსოფლიო
ლიეტუვას მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბელარუსის საზღვარზე ორი პუნქტის,, კერძოდ, რაიგარდასის (პრივალკა) და ლავორიშკეს (კოტლოვკა) დახურვის შესახებ.
გადაწყვეტილება ძალაში 1 მარტიდან შევა. ამ პუნქტებს გადიოდნენ მატარებლის მგზავრები, რომლებიც მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის გავლით კალინინგრადისკენ და კალინინგრადიდან უკან.
ასევე გადაწყდა, რომ აიკრძალოს ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა გადაადგილება მედინინკაის და შალჩინინკაის სასაზღვრო პუნქტებზე და აიკრძალოს მგზავრების გადაჯდომა კენას და ქიბარტაის სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტებზე, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მიიღებს.
ასევე გადაწყდა, რომ 50%–მდე შეიზღუდოს ბელარუს და ლიეტუველ გადამზიდავებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, რომლებიც ავტობუსით ახორციელებენ რეგულარულ საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
ამჟამად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მხოლოდ ერთი საგუშაგო მუშაობს, ბელარუსისა და ლატვიის საზღვარზე – ორი და ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვარზე – ოთხი, მას შემდეგ, რაც გასულ წელს დახურა ექვსიდან ორი საგუაგო.


