ბერბოკი – ლავროვს: თუ ზრუნავთ საკუთარ ხალხზე, რუს ბავშვებზე და ახალგაზრდებზე, უნდა დაასრულოთ ომი ახლავე
22/02/2024 08:13:44 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუს კოლეგა სერგეი ლავროვს მოუწოდა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში.
"თუ ზრუნავთ ადამიანთა სიცოცხლეზე, თუ ზრუნავთ საკუთარ ხალხზე, რუს ბავშვებზე და ახალგაზრდებზე, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი ახლავე", - მიმართა ბერბოკმა ლავროვს.
ბერბოკმა თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე რეგიონალური კონფლიქტი.
"ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები, ესაა: გაერო–ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ეს პრინციპები იცავს ყველა ერს, რაც არ უნდა დიდი იყოს თუ პატარა", – განაცხადა მან.


