Accentnews.ge
იერუსალიმში საცობში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

იერუსალიმში საცობში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

22/02/2024 08:18:26 მსოფლიო

იერუსალიმში, მაგისტრალთან თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რვა დაიჭრა. ისინი შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

იერუსალიმის პოლიციის ცნობით, სამმა პალესტინელმა თავდამსხმელმა ცეცხლი საცობში მდგომ ხალხს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა.

ორი თავდამსხმელის ლიკვიდაცია შემთხვევის ადგილზე განხორციელდა, ხოლო მესამე გაიქცა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაქცეული თავდამსხმელიც განეიტრალებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S