Accentnews.ge
მოსკოვში გაყიდვიდან ამოიღეს "Собеседник"-ის ნომერი გარეკანზე ნავალნის ფოტოთი და ციტატით

მოსკოვში გაყიდვიდან ამოიღეს "Собеседник"-ის ნომერი გარეკანზე ნავალნის ფოტოთი და ციტატით

22/02/2024 08:30:54 მსოფლიო

გაზეთ "Собеседник"-ის 20 თებერვლის ნომერი გარეკანზე ალექსეი ნავალნის ფოტოსურათით და მისი ციტატით, ამოიღეს მოსკოვის სადისტრიბუციო პუნქტებიდან. ამის შესახებ ქსენია სობჩაკი რედაქციაზე მითითებით იუწყება.

გაზეთის ჟურნალისტის ელენა მილჩანოვსკაიას თქმით, გამოცემამ ამოღებული ტირაჟიდან დაახლოებით 300 ათასი მანეთი დაკარგა, რომლის დაბრუნებასაც ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, ის ჩიოდა, რომ თავად მიიღო მუქარა "მკითხველებისგან, რომლებსაც არ მოსწონდათ ეს ნომერი".

ამ ნომერში გამოქვეყნდა დიმიტრი მურატოვის, ანდრეი მაკარევიჩის, ოლეგ ორლოვის კომენტარები ნავალნის სიკვდილის შესახებ, ოპოზიციონერის წერილი და ფრაგმენტები ინტერვიუდან, რეპორტაჟი ადამიანების მიერ გამოხატული მწუხარების შესახებ.

აღნიშნული გაზეთი გამოდის 1984 წლიდან, მიუხედავად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიებისა. მისი პუბლიკაციების გმირებს შორის იყვნენ აქტივისტი ალექსანდრა სკოჩილენკო, Bi-2–ის მუსიკოსები, რომლებიც დააკავეს ტაილანდში, და ოლგა სმირნოვა, რომელიც გასამართლებულია ჯარის შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S