უკრაინულმა ძალებმა ამჯერად ხერსონში დაბომბეს რუსების პოლიგონი, იუწყებიან ათობით დაღუპულის შესახებ
22/02/2024 08:59:27 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის პოდო-კალინოვკაში პოლიგონს დაარტყეს, სადაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები იყრიდნენ თავს. ამის შესახებ ერთდროულად იუწყებიან როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები. ინფორმაციას ადასტურებს ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" პრესმდივანი ნატალია გუმენიუკი.
უკრაინული მონიტორინგის არხი "ნიკოლაევსკი ვანეკი", რომელიც აღრიცხავს თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების ფრენებს, იტყობინება 60 დაღუპულის შესახებ, მათ შორის შემადგენლობის მეთაურის.
მისი თქმით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა 328-ე საჰაერო სადესანტო პოლკის, სევასტოპოლიდან 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის, ასევე დნეპრის ძალების ჯგუფის 81-ე საარტილერიო პოლკის ნაწილებზე.
ზოგიერთი ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმისთვის გამოიყენეს M30A1 GMLRS რაკეტები. გუმენიუკმა უარი გამოყენებული იარაღის დაზუსტებაზე.
რუსული მხარე დარტყმის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
20 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად არსებულ პოლიგონზე განახორციელეს დარტყმა. სულ მცირე, 68 სამხედრო დაიღუპა.


