Accentnews.ge
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს უფლება, F-16-ებით დაარტყას სამიზნეებს რუსეთში

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს უფლება, F-16-ებით დაარტყას სამიზნეებს რუსეთში

22/02/2024 10:12:40 მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ვინაიდან უკრაინა დაპყრობით ომში თავდაცვას ახორციელებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, დასავლური გამანადგურებლებით. ამის შესახებ მან Radio free Europe Radio–სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა F-16 გამანადგურებლების მიღებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის.

მან გაიმეორა, რომ კიევის ყველა მოკავშირეს სურს, თვითმფრინავები უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს, მაგრამ F-16-ების ეფექტი უფრო დიდი იქნება კარგად მომზადებული მფრინავების, ტექნიკური ეკიპაჟების და სხვა დამხმარე პერსონალის პირობებში.

”ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან ალიანსის წევრები მზად F-16-ების გაგზავნ–მიწოდების დასაწყებად,” - თქვა მან და დასძინა: ”რაც მალე, მით უკეთესი.”

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა მებრძოლების მიწოდებას შეზღუდვები, რომ დარყყმები არ განახორციელონ რუსეთის ტერიტორიაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამას გადაწყვეტენ მიმწოდებელი მოკავშირეები. თუმცა, თავად გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ასეთი ლეგიტიმური უფლება.

„სხვადასხვა მოკავშირეებს აქვთ ოდნავ განსხვავებული პოლიტიკა ამ კუთხით. მაგრამ ზოგადად... ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. ხოლო საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. და ეს ასევე მოიცავს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას - რუსეთის სამხედრო ობიექტებზე უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის საერთაშორისო სამართალი“, - სეაჯამა სტოლტენბერგმა.

მედია წერდა, რომ უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა, რომელიც ოთხი მფრინავით არის დაკომპლექტებული, გაზაფხულზე დაასრულებს სწავლებას. სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ცნობები, რომ F-16–ები კიევმა ზაფხულისთვის უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S