Accentnews.ge
მინისტრი: რუსეთი ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

მინისტრი: რუსეთი ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

22/02/2024 12:29:13 მსოფლიო

რუსული ძალები იმუქრებოდნენ ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით, რომლებიც გასულ თვეში შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პატრულირებდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ ხუთშაბათს განაცხადა, იუწყება AP.

ლეკორნიუს არ დაუზუსტებია დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი უბრუნდება „განსაკუთრებით აგრესიულ“ პოზიციას, რომელიც მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის ქცევას "ცივი ომის" დროს.

„მოგიყვანთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს: ერთი თვის წინ რუსეთის საჰაერო კონტროლის სისტემა დაიმუქრა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით, როცა ჩვენ საერთაშორისო ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით“, - განაცხადა მინისტრმა.

„რუსეთის ქცევას 2024 წელს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ჩვენ ვნახეთ 2022 წელს და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე“, - თქვა მან.

ლეკორნიუს შეფასებით, ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე რთულ მდგომარეობაშია.

საფრანგეთის საჰაერო ძალების მფრინავები რეგულარულად პატრულირებენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ალიანსის ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს თავდაცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S