მინისტრი: ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდნენ
22/02/2024 14:06:29 მსოფლიო
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდნენ.
მინისტრის თქმით, კრემლი მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩვას და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უნდობლობის გაძლიერებას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ჰიბრიდულ შეტევებს.
„ერთ–ერთი მიზანია განხეთქილება ჩვენი ქვეყნების საზოგადოებებში და სამთავრობო ორგანოების მიმართ უნდობლობის გაძლიერება“, - დასძინა, Delfi–ის ცნობით, მინისტრმა.
მანამდე ცნობილი გახდა ესტონეთსა და ლატვიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ. გარდა ამისა, ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების სამსახური გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მიერ უახლოეს მომავალში ქვეყნის სხვადასხვა ობიექტზე თავდასხმების მაღალი რისკის შესახებ.


