Accentnews.ge
სტანო – მედვედევის განცხადებაზე: მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარება შეგვიძლია, ვურჩიოთ

სტანო – მედვედევის განცხადებაზე: მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარება შეგვიძლია, ვურჩიოთ

22/02/2024 15:16:28 მსოფლიო

მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარება შეგვიძლია, ვურჩიოთ,– ასე უპასუხა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე. ამჯერად მედვედევმა კიევს და ოდესას რუსული ქალაქები უწოდა და თქვა, რომ "მიზნების მისაღწევად კიევამდე მისვლაა საჭირო".

“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული #2 არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S