"იაკუძას" ლიდერს ირანისთვის ბირთვული მასალების კონტრაბანდაში დასდეს ბრალი
22/02/2024 15:42:39 მსოფლიო
იაპონიის კრიმინალური დაჯგუფების "იაკუძას" ლიდერს, 60 წლის ტაკეში ებისავას ბრალი წარედგინა ბირთვული მასალების კონტრაბანდის მცდელობაში ირანში ბომბის შესაქმნელად.
მედია წერს, რომ ტაკეში ებისავამ ურანი და პლუტონიუმი მიანმარში მოიპოვა და ტაილანდში გადაჰქონდა, როდესაც მასალები სამართალდამცავი უწყების მიერ ჩანერგილ აგენტს უჩვენა. ოპერაციის დროს აგენტი წარმოადგენდა ნარკოტიკების და იარაღის "დილერს" და ამტკიცებდა, რომ წვდომა ჰქონდა ირანელ გენერალთან. ამოღებული მასალის ექსპერტიზამ მოგვიანებით დაადასტურა ურანის და პლუტონიუმის არსებობა.
პროკურატურის ცნობით, ტაკეში ებისავას ისეთი არალეგალური ნივთიერებები ჰქონდა, რომელიც შემდგომში ირანს შესაძლოა, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოეყენებინა.


