ჩინეთის სამმა უმსხვილესმა ბანკმა რუსეთიდან გადახდების მიღება შეწყვიტა
22/02/2024 15:49:46 მსოფლიო
ჩინეთის სამმა უმსხვილესმა ბანკმა - Industrial and Commercial Bank of China (ICBC), China Construction Bank და Bank of China - შეწყვიტეს გადახდების მიღება რუსეთის სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტებისგან,- იუწყება "იზვესტია" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
"ვითარება ჩინეთთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან დაკავშირებით უფრო რთულდება, მაგრამ გადახდების ვარიანტები კვლავ რჩება," - წერს გამოცემა და დასძენს, რომ შექნილი ვიტარება მეორადი სანქციების რისკს უკავშირდება.
წყაროს თქმით, საკრედიტო ინსტიტუტებმა დაიწყეს ანგარიშგება იანვრის დასაწყისიდან გადახდების მიღების შეჩერების შესახებ. ამავდროულად, რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ, კვლავ გრძელდება.
ICBC და CCB უარყოფენ სანქცირებული ბანკებიდან მიღებულ ყველა გადახდას, მაშინაც კი, თუ ისინი დამუშავდება არა SWIFT, არამედ რუსული SPFS ან ჩინური CIPS-ის მიერ. ჩინეთის საკრედიტო ინსტიტუტები გადაწყვეტილებას კომპანიის შიდა პოლიტიკით ხსნიან.


