Accentnews.ge
მედია: ბაიდენი NATO–ს გენმდივნის პოზიციაზე რუტეს კანდიდატურას მხარს უჭერს

მედია: ბაიდენი NATO–ს გენმდივნის პოზიციაზე რუტეს კანდიდატურას მხარს უჭერს

22/02/2024 15:57:55 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. იუწყება Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ბაიდენის პოზიცია, სავარაუდოდ, უფრო მეტ მოკავშირეს უბიძგებს, რათა მხარი დაუჭირონ რუტეს კანდიდატურას.

ოქტომბერში ნატოს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S