Accentnews.ge
ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი აჩვენეს

ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი აჩვენეს

22/02/2024 16:27:26 მსოფლიო

ალექსეი ნავალნის დედას ლუდმილას აჩვენეს გარდაცვლილი შვილის ცხედარი. ამის შესახებ მან 22 თებერვალს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნავალნაიამ თქვა, რომ სალეხარდში საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებს ესაუბრა. იქ მას უთხრეს, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა და ჩაიწერა დოკუმენტებში. მანამდე იუწყებოდნენ, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს და პროცესს ორი კვირა დასჭირდებოდა.

გარდაცვალების ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, – თქვა მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა.

ლუდმილა ნავალნაიას თქმით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც მას სალეხარდში ესაუბრნენ, დაემუქრნენ, რომ ცხედარს შეიძლება, "რაღაც" დაემართოს. ისინი დაჟინებით ითხოვენ ფარული დაკრძალვის ჩატარებას, – ამბობს დედა.

”ისინი მაშანტაჟებენ, პირობებს მაყენებენ: სად, როდის და როგორ უნდა დაკრძალონ ალექსი”, - თქვა ნავალნაიამ.

პოლიტიკოსის დედის თქმით, გამომძიებლები ითხოვენ, რომ დაკრძალვა გამომშვიდობების გარეშე ჩატარდეს: „სურთ სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავთან წამიყვანონ და თქვან: „აი, აქ წევს შენი შვილი"“. მე ამას არ დავთანხმდები. მინდა, ყველას, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი გარდაცვალება პირადი ტრაგედია იყო, ჰქონდეს საშუალება, დაემშვიდობოს მას“.

ნავალნის მოკავშირე ივან ჟდანოვმა ტელეგრამ–არხზე დაწერდა, რომ თავდაპირველად პოლიტიკოსის დედას უთხრეს, რომ მზად იყვნენ, ცხედარი გადაეცათ, როგორც კი ოჯახი გადაწყვეტდა დაკრძალვის დროსა და ადგილს.

აღსანიშნავია, რომ 69 წლის ლუდმილა ნავალნაია თითქმის ერთი დღე ამყოფეს საგამოძიებო კომიტეტში. ადვოკატს დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მის ნახვის უფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S