გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა
22/02/2024 16:34:40 მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ მომზადებულ წინადადებას მხარი დაუჭირა. წერს Deutschlandfunk.
სისტემები დაზუსტებული არ არის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კოალიციის საპარლამენტო ფრაქციები მხარს უჭერენ უკრაინის "დამატებით საჭირო შორი მოქმედების იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას". წინადადებას მხარი ბუნდესტაგის 382-მა წევრმა დაუჭირა; წინააღმდეგი იყო 284, 2-მა კი თავი შეიკავა.
მიღებულ წინადადებაში აღნიშნულია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, "უკრაინას უნდა ჰქონდეს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა, როგორიცაა საბრძოლო მასალის შესანახი პუნქტები, მომარაგების მარშრუტები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზის მიღმა და შეეძლოს დაიცავს თავის ჯარისკაცებს რუსული სამხედრო ძალების თავდასხმისგან საუკეთესოდ".
დისკუსიის დროს თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, როგორც ამას ახლახან დადებული უსაფრთხოების შეთანხმება ადასტურებს.


