Accentnews.ge
ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება სეუფერხებლად მიეწოდება

ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება სეუფერხებლად მიეწოდება

22/02/2024 17:18:38 მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინასთან საზღვარზე არსებული პუნქტები, ასევე გზებისა და რკინიგზის მონაკვეთები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სიაში შევა.

ტუსკის თქმით, გადაწყვეტილება იძლევა გარანტიას, რომ უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება სეუფერხებლად მიეწოდება.

გასული წლის ბოლოდან უკრაინის საზღვარზე პოლონელი გადამზიდავები და ფერმერები მართავენ აქციებს, რაც მათ შორის, სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას ბლოკავს. ფერმერები ქვეყანაში უკრაინული საკვები პროდუქტების მიწოდებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს მათ მარაგებს ანადგურებს.

20 თებერვალს ფერმერებმა მასშტაბური აქციები წამოიწყეს და გადაკეტეს საზღვარი, მათ შორის სამგზავრო ტრანსპორტისთვის.

დღეს ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის, ასევე პოლონელი ფერმერებისა და ბაზრის დაცვის საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ვიტარება ორი ქვეყნის ურთიერთობებს არ ეკადრება და მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებნის წარმომადგენლები სამთავრობო სეხვედრისთვის საზღვარზე მიიწვია. ტუსკმა ზელენსკის წინადადება უარყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა საზღვარზე იქნება წმინდა სიმბოლური ხასიათის. მისი თქმით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლების სამთავრობო შეხვედრა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S