Accentnews.ge
"პროექტი": რეპრესიების მასშტაბით პუტინმა თითქმის ყველა საბჭოთა ლიდერს გადააჭარბა

"პროექტი": რეპრესიების მასშტაბით პუტინმა თითქმის ყველა საბჭოთა ლიდერს გადააჭარბა

22/02/2024 17:56:47 მსოფლიო

რეპრესიების მასშტაბით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ლიდერს გადააჭარბა. ამ დასკვნამდე მივიდნენ "პროექტის" ჟურნალისტები, რომელთაც თანამედროვე რუსეთსა და სსრკ-ში პოლიტიკური მოტივებით რეპრესირებულთა სტატისტიკა შეადარეს და კვლევა ალექსეი ნავალნის ხსოვნას მიუძღვნეს.

„პროექტის“ კვლევის თანახმად, ბოლო ექვს წელიწადში პირდაპირი რეპრესიები შეეხო 116 ათას ადამიანს, მათგან 11 442-ს კი ხელისუფლება სისხლის სამართლის მუხლებით დევნიდა. ეს სტატისტიკა არ მოიცავს კოვიდ–რეგულაციების დარღვევისთვის დაკავებულებს, რომელსაც ხშირად იყენებდნენ აქციების წინააღმდეგ, ამდენად მათი რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ რუსეთში „ექსტრემიზმისთვის“ ბრალდებით და ხელისუფლების კრიტიკისთვის უფრო მეტი ადამიანი გაასამართლეს, ვიდრე „ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის“ ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში. 2018-2023 წლებში 5613 ადამიანი დაადანაშაულეს რეპრესიულად შეფასებული მუხლებით: ექსტრემიზმი, ტერორიზმის "გამართლება" და „ფეიკები“ რუსეთის ჯარზე თუ რუსული არმიის "დისკრედიტაცია". ხრუშჩოვის დროს, 1956-1961 წლებში, 4883 ადამიანი გაასამართლეს „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“. 1962-85 წლებში, ბრეჟნევის, ჩერნენკოსა და ანდროპოვის დროს, იმავე მუხლთ გასამართლდა 3234 ადამიანი.

გარდა ამისა, 2018-2023 წლებში რუსეთში 39 ადამიანი დაადანაშაულეს ჯაშუშობაში. 1967-1974 წლებში საბჭოთა სასამართლოებში ამ მუხლით წელიწადში საშუალოდ ორზე მეტ ადამიანს არ ასამართლებდნენ. სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის ბოლო ექვს წელიწადში რუსეთში 329 ადამიანი გაასამართლეს [საშუალოდ, 54 ადამიანი წელიწადში], რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში კი, 1967-74 წლებში, ამ მუხლით ასამართლებდნენ არაუმეტეს ოთხ ადამიანს წელიწადში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S