დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
22/02/2024 18:41:27 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში შეჭრიდან ორი წლისთავისთვის. 21 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ახალი სანქციების პაკეტი ეხება ათობით რუსულ კომპანიას და ფიზიკურ პირს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ომის წარმოებაში.
სიაში ასევე შევიდა ორი ბელარუსული კომპანია, კომპანია ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, დაეხმარნენ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ სიაში შევიდნენ საბრძოლო მასალისა და ელექტრონიკის მწარმოებლები, ალმასებითა და ნავთობით მოვაჭრეები.
განახლებულ სიაში შევიდა პროექტი "ნოვატეკ" – ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია თხევადი აირის Arctic LNG-2 წარმოების, მისი გენერალური დირექტორის ოლეგ კარპუშინი და ტოპ–მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები. შეზღუდვები შეეხება ალმასის მომპოვებელი კომპანიების რუსული ჯგუფის ALROSA-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორს პაველ მარინიჩევს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე ეს საჭირო იქნება:
"საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ რუსეთს არ ექნება საშუალება, განაგრძოს უკრაინაში უკანონო შეჭრა. ჩვენი სანქციები პუტინს ხელიდან აცლის იმ რესურსებს, რაც მას ასე სჭირდებაომის დასაფინანსებლად" – ამბობს კემერონი.


