ვიქტორია ნულანდი: გვექნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით სანქცია
23/02/2024 05:20:19 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს.
მისი თქმით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს. სანქციები იქნება ბანკებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშვებენ ამ სახის თავის არიდებას“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.


