უკრაინის ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
23/02/2024 05:40:36 მსოფლიო
უკრაინის ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით,ს თანახმად, ოდესის ოლქში 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დაეცა ოდესის სანაპირო ზონაში მდებარე საწარმოს შენობას და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 დაღუპულის ცხედარი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.


