
ქუთაისში დაჭრეს ქალაქის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან"
23/02/2024 05:51:53 სამართალი
ქუთაისის ცენტრში, ბროსეს ქუჩაზე ცივი იარაღით დაჭრეს ქალაქის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" ზაქრო მამასახლისი.
იგი ჰოსპიტალიზებულია. ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
მამასახლისის დაჭრის საქმეზე პოლიციამ მისი მეზობელი კაცი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.