ზელენსკი: ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ
23/02/2024 05:57:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვიცით, რომ ომში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით უკრაინელი ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაცზე 5 რუსი დაღუპული ჯარისკაცი მოდის ეს არის მიახლოებითი სტატისტიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი და უკრაინა თავის სამხედრო დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეადგენს 406 080-ს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ 2023 წლის კონტრშეტევებისას დაიღუპა და დაიჭრა 166 000 უკრაინელი სამხედრო.


