Accentnews.ge
აშშ-ში პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს

აშშ-ში პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს

23/02/2024 06:26:49 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან.

ხსენებულ ოლიგარქებს შორისაა ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანდრეი კოსტინი და რუსეთის მხარდამჭერი უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.

"ჩვენ კვლავ განვაგრძობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას რეჟიმის მხარდამჭერებისთვის და ფულის უკანონო ნაკადების აღკვეთას, რომლებიც პუტინის ომს კვებავენ", – განაცხადა შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.

ოლიგარქ ანდრეი კოსტინის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე ნიუ-იორკში აღიძრა. დაკავებულია კოსტინის ორი შუამავალი - ვადიმ ვოლფსონი (იგივე ვადიმ ბელიაევი) და გენონ ბონდი. ვადიმ ბელიაევი რუსული ბანკის „Открытие“ ყოფილი თანამფლობელია. იგი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გვარად ვოლფსონი გახდა. გამოძიების თანახმად, ბელიაევი და აშშ-ის მოქალაქე გენონ ბონდი სანქცირებულ ანდრეი კოსტისნს ეხმარებოდნენ კოლორადოს შტატის საკურორტო ქალაქ ასპენში უძრავი ქონების მართვაში და გასაყიდად უმზადებდნენ 2010 წელს 13,5 მილიონ დოლარად შეძენილ სახლს.

გარდა ამისა, ფლორიდაში სანქციების დარღვევით ბიზნესის წარმოებაში ბრალდებულია რუსეთის მხარდამჭერი უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S