Accentnews.ge
ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

23/02/2024 07:02:40 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს, - იუწყება Reuters მაკრონის ოფისზე დაყრდნობით.

„უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა შევისწავლოთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ ელისეს სასახლეში.

გამოცემის ცნობით, მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობა“ არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S