Accentnews.ge
ბაიდენი ნავალნის ოჯახს შეხვდა და პუტინის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა

ბაიდენი ნავალნის ოჯახს შეხვდა და პუტინის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა

23/02/2024 07:54:58 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს ის სანქციებს დააწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაღუპვის გამო. ამის შესახებ CNN იუწყება.

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი პასუხისმგებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილზე. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ნავალნის ქვრივ იულიასთან და მის ქალიშვილ დარიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი მის მეუღლეს და ქალიშვილს და მეთქვა, რომ ის (ნავალნი) წარმოუდგენლად მამაცი ადამიანი იყო“, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერის ქვრივთან შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ ის „ბრძოლას გააგრძელებს“.

მანამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „გამანადგურებელ“ პაკეტს ამზადებს. მას ექნება "ასობით, ასობით და ასობით" შეზღუდვა, თქვა მან. ნულანდი ამტკიცებს, რომ ახალი სანქციები არსებულის „ხარვეზებს ჩაკეტავს“ და არ მისცემს რუსულ მხარეს გვერდის ავლის შესაძლებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S