ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვა
23/02/2024 08:16:22 მსოფლიო
IM-1 მისიის უპილოტო აპარატი Odysseus, შემუშავებული Intuitive Machines-ის მიერ, მთვარის ზედაპირზე დაეშვა. ამის შესახებ ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA იტყობინება.
Odysseus გაშვება დედამიწიდან მოხდა 2024 წლის 15 თებერვალს.
ის ფლორიდაში მდებარე კანავერალის კოსმოდრომიდან SpaceX Falcon 9-ის რაკეტის მეშვეობით გაუშვეს.
Odyssey არის პირველი ამერიკული წარმოების კოსმოსური ხომალდი, რომელიც დაეშვა მთვარეზე 1972 წლის "Apollo 17"–ის მისიის შემდეგ.


